Wednesday, November 19, 2014

რეფლექსია IX დღე

გული მწყდება, რომ დამთავრდა ჩვენი ტრეინინგები, ისე გაირბინა მუშაობაში 9 დღემ რომ, არცერთ  ტრეინინგზე  მოსვლა არ დამზარებია. ძალიან საინტერესო იყო ყოველი დღე, რადგან ვეუფლებოდით ახალ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ამაში გვეხმარებოდა და თავს არ ზოგავდა ჩვენი ტრენერი ბატონი დათო, რომელიც საფუძვლიანად და დაუზარელად გვიხსნიდა ყოველ დავალებას.
დღეს მოვისმინეთ  ერთმანეთის პრეზენტაციები. დავაარქივეთ და გამოვაქვეყნეთ.გმადლობთ ბატონო დავით, ამ ცოდნას დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში და გამოცდილებას გაუზიარებ სხვებსაც.

No comments:

Post a Comment