Wednesday, November 19, 2014

რეფლექსია IX დღე

გული მწყდება, რომ დამთავრდა ჩვენი ტრეინინგები, ისე გაირბინა მუშაობაში 9 დღემ რომ, არცერთ  ტრეინინგზე  მოსვლა არ დამზარებია. ძალიან საინტერესო იყო ყოველი დღე, რადგან ვეუფლებოდით ახალ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ამაში გვეხმარებოდა და თავს არ ზოგავდა ჩვენი ტრენერი ბატონი დათო, რომელიც საფუძვლიანად და დაუზარელად გვიხსნიდა ყოველ დავალებას.
დღეს მოვისმინეთ  ერთმანეთის პრეზენტაციები. დავაარქივეთ და გამოვაქვეყნეთ.გმადლობთ ბატონო დავით, ამ ცოდნას დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში და გამოცდილებას გაუზიარებ სხვებსაც.

Friday, November 14, 2014

რეფლექსია VIII დღე

განვიხილეთ  სასწავლო პროცედურები. ჩვენი ნამუშევრები:  პროერტის გეგმა, შეფასების რუბრიკები, დამხმარე საშუალებები  მოვათავსეთ  შესაბამის საქაღალდეებში და ჩავალაგეთ პორტფოლიოში. დავიწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, იმედია ნორმალურად გავართმევ თავს. დიდი მადლობა.

Wednesday, November 12, 2014

რეფლექსია VII დღე

ტრეინინგი ბოლოსკენ მიდის და ცოტა არ იყოს გული მწყდება. დღეს  დავწერეთ სასწავლო პროცედურები და პროექტის გეგმამ  თითქმის სრულყოფილი სახე მიიღო.ძალიან საინტერესო იყო დიდი მადლობა.

რეფლექსია VI დღე

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე ვიმსჯელეთ თუ როგორ გაგვეკეთებინა შეფასების ინსტრუმენტების მიკლე მონახაზი. გავეცანით სასწავლო პროცედურებს. გმადლობთ ბატონო დავით

Wednesday, November 5, 2014

რეფლექსია V დღე

დღევანდელ დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკას. განვიხილეთ დროის ჩარჩო. ტრენერმა გვასწავლა თუ როგორ შეიძლება რესურსების მოპოვება. ვისწავლეთ სურათის და ვიდეოს ჩასმა დიდი მადლობა დავით საინტერესო ტრეინინგისთვის.